კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სახალისო კულინარიული აქტივობა გაიმართა
09-02-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი - „ერთმანეთისთვის“ და თვითმმართველობის წევრები აქტიურად მუშაობენ და სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, კლუბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრებმა წარმოაჩინეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საკვების მირთმევას ორგანიზმისათვის. 

ჯანსაღი პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით კი, მოსწავლეებმა ხილითა და ბოსტნეულით მრავალფეროვანი ჯანსაღი სალათები მოამზადეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს გამოყენებული პროდუქტების სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე. 

დღეს სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203