მანიაკეთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
09-02-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომლის თემაც იყო - თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება. მასში აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, სკოლის დირექტორი - რომან საგინაძე და მოსწავლეები. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანდნენ. გაიაზრონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“.- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203