თბილისის N132 საჯარო სკოლაში სამოქალაქო აქტივისტსა და ცხოველთა უფლებების დამცველს უმასპინძლეს
09-02-2024

თბილისის N132 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „აგორა“. კლუბის წევრების ორგანიზებით, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება.

ამჯერად, „აგორას“ წევრთა ინიციატივით, სკოლას ცხოველთა უფლებების დამცველი, მოხალისე და სამოქალაქო აქტივისტი - ტასო ლოსაბერიძე ეწვია.

„მან მოსწავლეებთან ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, რათა ისწავლონ ზრუნვა, ემპათია, გაღება, დახმარება და რაც ყველაზე მთავარია - მოხალისეობა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე განხილული საკითხები გაერთიანებული იყო რამდენიმე პუნქტად:

  • რატომ უნდა დავიცვათ ცხოველთა უფლებები/რატომ უნდა ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე;
  • როგორ უნდა დავიცვათ ცხოველთა უფლებები/რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ მათზე ზრუნვის დროს;
  • სტერილიცაზია/კასტრაციის მნიშვნელობა ცხოველთა პოპულაციის მართვის კუთხით;
  • რისი გაკეთება შეუძლიათ არასრულწლოვანებს მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობისთვის და როგორ უნდა დავკავდეთ მოხალისეობრივი საქმიანობით.

აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

ამ დღეს დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ვიზიტი ტასო ლოსაბერიძის ძალღების სასტუმროში, რომლის სახელწოდებაცაა „დოგ ინნ“ , სადაც, როგორც გვიყვებიან, ქალაქიდან გასულ პატრონებს შეუძლიათ უსაფრთხოდ დააბინავონ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები.

სკოლის დირექციის, მააწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება მუდმივად ზრუნავს და უვლის მიუსაფარ ცხოველებს, რაც მოსწავლეებში იწვევს ემპათიისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203