დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
09-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები წიგნს ყოველ დღე კითხულობენ. ამისთვის კი, შესაბამისი სივრცეცაა გამოყოფილი - ფოიე მეორე სართულზე, ბიბლიოთეკა და რესურსოთახი. 

ამჯერად კი, მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ამ დღისთვის შემდეგი თემატიკა შეირჩა - ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო. მოსწავლეები მაკიაველის, ალექსანდრე დიდის, სტალინის, კლეოპატრას, იულიუს კეისრის, ერნესტო ჩე გევარას, ფროიდის, აინშტაინის ცხოვრების დეტალებს გაეცნენ.

„წიგნის კითხვის მიმართ მოსწავლე ახალგაზრდობის გუნება-განწყობა, მოგეხსენებათ, საჭიროებს ფართო კამპანიას და პოპულარიზაციას ყველა დონეზე. მთავარია, ამ განწყობისათვის საუკეთესო დროის და ადგილის შერჩევა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203