ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაიკითხეს
09-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობასა და დაარსებაზე. ბავშვებმა კი წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, იმსჯელეს წაკითხულის შესახებ და გამოიტანეს მთავარი აზრი.
მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
„ჯვარას საჯარო სკოლა ყოველთვის არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში და მტკიცედ განაგრძობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ზოგადსამაცობრიო საქმეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს