დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი ელექტრონული წიგნი აუდიო გახმოვანებითა და საინტერესო ილუსტრაციებით
09-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან.

მე-5 კლასის მოსწავლეები საგანში - კომპიუტერული ტექნოლოგიები, დამატებით სხვადასხვა საინტერესო პროგრამებს სწავლობენ, მათ შორის პროგრამა Canva-ს

Canva არის მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი ვიზუალური შინაარსის შექმნის ინსტრუმენტი, რომელიც შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, ასევე მოწინავე მომხმარებლებისთვის.

„Canva არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს სწავლასა და განვითარებაში. ის საშუალებას აძლევს ბავშვებს გამოხატონ თავიანთი იდეები და აზრები ვიზუალური ფორმით, განავითარონ 21-ე საუკუნის უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა“, - ამობენ სკოლაში.

აღნიშნული პროგრამა მოსწავლეებს ეხმარება სკოლის პროექტებისთვის შექმნან ფერადი პრეზენტაციები, საინფორმაციო პლაკატები სხვადასხვა თემაზე, ასევე შეიმუშავონ წიგნების ყდები ესეებისთვის, შექმნან მისალოცი ბარათები და .შ. 

ამის გარდა, Canva-ს შეუძლია:

  • გააუმჯობესოს წერის და კითხვის უნარები;
  • განავითაროს საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი;
  • გაზარდოს თავდაჯერებულობა;
  • გახდეს უფრო ორგანიზებული;
  • ისწავლოს პროექტებზე მუშაობა.

აღნიშნული პროგრამის დახმარებით ბავშვებმა, პედაგოგი თამარ შელეგიას ხელმძღვანელობით,  ელექტრონული წიგნი -  ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ია“ აუდიო გახმოვანებითა და საინტერესო ილუსტრაციებით შექმნეს.

მათ აღნიშნულ წიგნზე მუშაობისას ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, რამაც სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203