ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
09-02-2024
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს არ დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, I კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა საინტერესო თემატური აქტივობები შესთავაზა. პირველკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს. 

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ჩვენ ვსწავლობთ კითხვას. მადლობა მშობლებს ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203