ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს 
09-02-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები ქუთაისის მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც მათ საოცრად მშვიდი და სასიამოვნო გარემო დახვდათ.

ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს და ასევე გააჟღერეს გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები. 

მოსწავლეები ასევე გაეცნენ ბიბლიოთეკის ისტორიას და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სკოლა მადლობას უხდის  ქუთაისის მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკას გულითადი მასპინძლობისათვის და საინტერესო ექსკურსიისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203