თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
09-02-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ ხელმძღვანელთან -  ნინო თავბერიძესთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

წიგნის კითხვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მესამეკლასელები სლოგანით - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო“ სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა აირჩიეს საყვარელი მწერლების ნაწარმოებები, წაიკითხეს სასურველი ეპიზოდები.

„მათ განიცადეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და მოუწოდეს თავიანთ თანატოლებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

„ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო პატარებისათვის, რისთვისაც მადლობა ნინო მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203