„გურული ფოლკლორი“ - ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
13-02-2024

შემდეგი არაჩვეულებრივი გაკვეთილი ჩატარდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, V-VI კლასების სახელმძღვანელო - „ჩვენი საქართველო“ კარგი მეგზურია საქართველოს კუთხეების გასაცნობად. ყოველი კარის ფარგლებში თითო პროექტს ახორციელებს კლასი ისტორიის მასწავლებლის - ნინო მორგოშიას ხელმძღვანელობით.

ამჯერად თემის - „გურული ფოლკლორი“ - ფარგლებში ჩატარდა მუსიკასთან ინტეგრირებული გაკვეთილი. მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი ნანა ქსანდოპულო გახლავთ. 

როგორც სკოლაში დასძენენ, მნიშვნელოვანია გაკვეთილი იყოს სახალისო და მრავალფეროვნებით გაჯერებული, რაზეც პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს აქტივობებით ანებივრებენ. სწორედ მრავალფეროვანი აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით იყო წარმოდგენილი „ჩვენი საქართველოსა“ და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203