ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
13-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

2 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია. სადაც ისაუბრეს ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მის უნიკალურობასა და სარგებლიანობაზე. პრეზენტატორებმა ასევე აღნიშნეს საქართველოს დაცულ ტერიტორიები და მათი მოფრთხილების აუცილებლობა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ანა კვასხვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. კონვენცია, ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203