ფოთის N7 სკოლის მოსწავლეთა სახლში გაგრძელებული გამოწვევა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი
12-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა სახლშიც გააგრძელეს. 

„სახლში გაგრძელებული გამოწვევა - წიგნების ხმამაღლა კითხვა“ - ამ ინიციატივით, მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებების კითხვა, სკოლის გარეთ, უკვე სახლში, მშობლების ჩართულობით გააგრძელეს.

მშობლების წახალისებით, ბავშვებმა ამაღლებული განწყობით გააგრძელეს სასურველი ლიტერატურის კითხვა და აუდიტორიას - ოჯახის წევრებს, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მშობლების ჩართულობა ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისა, მათი მოტივაციისა ამაღლებისა და სტიმულის მიცემისთვის. 

აქტიურობისა და გამოწვევის მიღებისთვის, მშობლებს სკოლა მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ წარმატებული თანამშრომლობა მუდმივად გაგრძელდება მათ შორის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203