„როგორი უნდა იყოს წარმატებული პრეზენტაცია?“ - ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო მასტერკლასი ჩაატარეს
09-02-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან საინტერესო ინიციატივებითა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით. 

სკოლაში, კლუბის - „საუკეთესო პრეზენტატორები - Best Presenters“, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, კლუბის მრავალგზის გამოცდილმა პრეზენტატორებმა: მე-10 კლასის მოსწავლემ ლიკა ჩაგუნავამ და მე-11 კლასის მოსწავლემ კობა ძაძამიამ კლუბის ახალწვეულებს ჩაუტარეს მასტერკლასი -  თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო კლუბი 2022 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს, მართავს შიდა და რეგიონალურ კონფერენციებს, სადაც მონაწილეობს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის ჩამოყალიბების მიზანია მოსწავლეებში განავითაროს საპრეზენტაციო უნარები და მოამზადოს მოსწავლეები ეფექტური კომუნიკაციების საწარმოებლად.

აღსანიშნავია, რომ კლუბი აქტიურ საქმიანობას გააგრძელებს და მომავალი შეხვედრა ჩანიშნულია ქუთაისი ამერიკის კუთხეში პარტნიორ სკოლასთან კოლაბორაციით.

კლუბის დამფუძნებელი გახლავთ ეკატერინე კვანტალიანი, ხოლო კლუბის პრეზიდენტი - კობა ძაძამია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203