„ცხოვრებისთვის შერჩეული გზავნილები“ - ფოთის N7 სკოლის მოსწავლეთა არაჩვეულებრივი ინტეგრირებული გაკვეთილი
12-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე აისახება. 

არაჩვეულებრივი გაკვეთილების სერიიდან აღსანიშნავია, ინტეგრირებული გაკვეთილი მე-7 კლასში. 

გაკვეთილი ორი საგნის - ქართულისა და მუსიკის ინტეგრირებით ჩატარდა და მისი თემა იყო - „ცხოვრებისთვის შერჩეული გზავნილები“.

ინსპირაცია - ჩარლი ჩაპლინის - უნიკალური მსახიობის, მამის, მეუღლისა და ადამიანის „წერილი ქალიშვილს - ჯერალდინას“. 

სასწავლო პროცესს პედაგოგები დარეჯან ინჯგია (ქართული) და ნანა ქსანდოპულო (მუსიკა) ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები თუ სასწავლო რესურსი შესთავაზეს. 

გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203