კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მოთხრობის რუკა“ შექმნეს
09-02-2024

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, ისინი მათ საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე, პედაგოგ ლამარა ცანავას ხელმძღვანელობით, თემაზე - „ორაგულის ცხოვრება“ საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

აქტივობის - „მოთხრობის რუკა“ ფარგლებში, ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც მოთხრობიდან ამონარიდები დაიტანეს.

მათ ასევე საინტერესო, მრავალფეროვანი თემატური ნახატები შექმნეს და ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობა საინტერესო, ინფორმაციული და ორიგინალური იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203