ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
09-02-2024
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს გამორჩეული აქტივობები ეძღვნება. 

ამჯერად, სკოლის თითოეულ კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან მოთხრობები წაიკითხეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და საინტერესოდ ისაუბრეს. გარდა ამისა, ბიბლიოთეკას ეწვივნენ. 

„ვაშა, კითხვა უკვე ჩვენც შეგვიძლია! - ამ სლოგანით შეუერთდნენ საერთაშორისო დღეს პირველკლასელები. მათ პირველად, დამოუკიდებლად წაიკითხეს პატარა, სახალისო წიგნები.

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო. რაც მთავარია, პირველკლასელები კითხულობენ ყველგან, საზღვრები შეუზღუდავია“,- ამბობენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203