წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული, მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.ამჯერად, დიდ წარმატებას მე-9 კლასის მოსწავლე იაკობ ხელაიამ მიაღწია. ის საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მოწყობილ ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილეობდა. მან ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა, შედეგად კი პირველი ადგილი და გუნდურ შეჯიბრებაში - თასი მოიპოვა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მას გამარჯვებას და ვუსურვებთ ულევ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: