ბოდბისხევის საჯარო სკოლაში უცხოური ენების კათედრამ საინტერესო ღონისძიება გამართა
09-02-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა.

მათ შორის, უცხოური ენების კათედრამ ღონისძიება სამ - რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე ჩაატარა. მისი თემა იყო შობა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით არსებული ადათები და ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში.
 
ღონისძიებაში V - VIII - XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აღნიშნული თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და ერთმანეთს სხვადასხვა ინფორმაცია გააცნეს.

ბოლოს, მოსწავლეებმა საშობაო სიმღერები რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე შეასრულეს.
 
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ რუსული ენის მასწავლებელი - მაია ალხანაშვილი, გერმანული ენის მასწავლებელი - ლელა საჯაია და ინგლისური ენის მასწავლებელი - დალი მოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203