ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სანოტო სისტემა ორიგინალურად ისწავლეს
24-05-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მუსიკის მასწავლებელმა არმინე ხაჩატურიანმა ორიგინალური გაკვეთილი ჩაატარა. მესამეკლასელებმა, პედაგოგის დავალებით, ქაღალდისგან მერცხლები დაამზადეს და სანოტო სისტემის მიხედვით გაანაწილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, არმინე ხაჩატურიანი სკოლაში კრეატიულობით გამოირჩევა.
„მის კლასში მერცხალთცვენა იყო და მოსწავლეებმაც ჩააბულბულეს მუსიკის ანბანი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები