
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში, ქართული ენის კათედრის ორგანიზებითა და მასწავლებლების - ნინო ქადაგიშვილის, სოფიო მამაჯანაშვილისა და მანანა თარაშვილის ხელმძღვანელობით სკოლის იდეათეკაში მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძების ბოლოს, მოსწავლეებმა უყურეს სატელევიზიო-საინფორმაციო გადაცემას იმის შესახებ, თუ როგორ გაატარეს ეს დღე მათმა თანატოლებმა სხვა სკოლებში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბოლოს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის ყველა მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: