თბილისის N103 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
09-02-2024

თბილისის N103 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს თემატური აქტივობები ეძღვნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. პირველი კლასი, პედაგოგ - ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ამ საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდა და მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

გარდა ამისა, მეხუთეკლასელებმა, მეცხრეკლასელებმა და მშობლებმა სხვადასხვა წიგნიდან ფრაგმენტები ხმამაღლა წაიკითხეს. აქტივობაში ყველა მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და საქართველოში უკვე მეცხრედ, აღინიშნა. მსოფლიო კი 2010 წლიდან აღნიშნავს. მასში 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
ამ ღონისძიების მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველაბად ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203