„სიცილი გადამდებია“ - კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები დახატეს
09-02-2024

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, VI კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პედაგოგმა - მარიამ ჯოჯუამ მოსწავლეებს თემაზე - „სიცილი გადამდებია“ საინტერესო აქტივობები განახორციელა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ბავშვებმა როგორც ქართული, ასევე უცხოური ზღაპრები წაიკითხეს, მათ შესახებ ისაუბრეს და მთავარი პერსონაჟების ნახატები შექმნეს.

აქტივობა მოსწავლეთათვის სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203