მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
09-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღნიშნეს. 

„ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“, - ამ იდეით განმსჭვალულებმა, თავიანთი წვლილი შეიტანეს სკოლაში კითხვის კულტურის დანერგვაში 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა მრავალი საინტერესო ნაწარმოები წაიკითხეს და საყვარელი მწერლებისა და პოეტების შემოქმედება გააცოცხლეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203