საჩინოს საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას შეუერთდა
09-02-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო ინიციატივით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ეწვივნენ, ბიბლიოთეკაში წიგნით სარგებლობის წესებს გაეცნენ, მათთვის სასურველი საბავშვო წიგნები აირჩიეს და ერთმანეთს კითხვაში გაეჯიბრნენ.
დღე საინტერესო, ემოციებით დატვირთული და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება და მათი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესება, ამ მიზნით კი, სკოლაში არაერთი შემეცნებითი ღონისძიება ეწყობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია