ლაჯანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო მოეწყო
09-02-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ლიტერატურული ღონისძიებით შეუერთდა. 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, - ამ ლოზუნგის ირგვლივ, სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები, მშობლები, მასწავლებლები და ბიბლიოთეკარი გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ლადო ასათიანის პოეზია გააცოცხლეს, მისი ლექსები მხატვრულად გააჟღერეს და ქართულ კულტურაში მის ღვაწლზეც ისაუბრეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრებისათვის ეს საღამო იყო გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მათ კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203