საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის კამპანიას ჭითაწყარის საჯარო სკოლა საინტერესო ინიციატივით შეუერთდა
09-02-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში, დიდი ინტერესით, ხალისითა და ამაღლებული განწყობით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნორჩ მკითხველთა კლუბი - „ათინათი“, რომელშიც გაერთიანებულნი არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა და ეს დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღნიშნა. 

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას დაწყებითი საფეხურის სხვა მსურველი არაწევრი მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მოსწავლეთა ერთი მიზნით გაერთიანებამ კი, საფუძველი ჩაუყარა ბევრ საინტერესო იდეას.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი გახლავთ ნანა ლომაია, კლუბის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებში ჩართული პედაგოგები კი, არიან: ია ქარჩავა, დენიზა ქაძანაია და ნონა გეგელია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203