
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას ენთუზიაზმით შეუერთდა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა თვითმმართველობის ინიციატივით წიგნის საჯაროდ კითხვის დღე დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს. მათ პატარებისთვის ზღაპრები და მათი ასაკის შესაბამისი მოთხრობები წაიკითხეს.
„მათ უმცროსკლასელებს შეახსენეს წიგნის არსებობა და მნიშვნელობა, გაუზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბავშვებმა წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ დისკუსია და სხვადასხვა სახის სახალისო თამაშები მოაწყვეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„მადლობა ბავშვებს განხორციელებული აქტივობისთვის, პატარებს აქტიურობისთვის და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: