ახმეტის N1 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
09-02-2024

ახმეტის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საყვარელი წიგნები წაიკითხეს, პერსონაჟების შესახებ იმსჯელეს და ცოდნა აიმაღლეს.

სკოლის წიგნიერთა კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას მოუწოდეს, რომ წიგნიერების პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ამ ინიციატივას მოსწავლეები დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203