ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია მსხვილიძეს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა
09-02-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთორმეტეკლასელი თათია მსხვილიძე, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში - „განათლება ქმნის მომავალს“ წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

მონაწილეებმა ოლიმპიადაზე, მოცემული ოთხი თემიდან ერთი სასურველი ამოარჩიეს და ესე აღნიშნულ თემაზე დაწერეს.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ.

„წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეს თათია მსხვილიძეს და პედაგოგს ქეთევან ნათენაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დაჯილდოების ცერემონია 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა. ოლიმპიადა კი 16 დეკემბერს ჩატარდა და მასში 250-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203