ახალშენის N2 სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
09-02-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა გადავწყვიტეს, რომ სკოლის ბიბლიოთეკა მოენახულებინათ, სადაც მათ წიგნთან დაკავშირებით, ბრძნული გამონათქვამები წარმოთქვეს. გარდა ამისა, ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“ და სხვა საბავშვო მოთხრობები წაიკითხეს და განიხილეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მყუდრო და თბილი გარემო დახვდათ. მათ თან ახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მარიამ სალაძე, ნაირა შუშანიძე, ეთერი ბერიძე და ირმა მალაყმაძე. 

ამ დღის აღნიშვნას დიდი სიხარულით შეუერთდნენ პირველი კლასის მოსწავლეები. მათ პედაგოგების - მედეა კვირიკაძისა და ვალენტინა ბერიძის ხელმძღვანელობით, მინი სპექტაკლი გამართეს. 

ყველა აქტივობამ დიდი წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203