ჭოგნარის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ძმები გრიმების ზღაპრები წაიკითხეს
09-02-2024
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მათ ძმები გრიმების ზღაპრები დიდი მონდომებითა და ინტერესით წაიკითხეს. 

მეხუთეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბოლოს კი, დისკუსიაც გაიმართა, მოსწავლეებმა წაკითხული ნაწარმოებები განიხილეს და მათში წამოჭრილი საკითხები გაიაზრეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203