წიგნიერების დღესასწაული თბილისის N108 საჯარო სკოლაში
09-02-2024
თბილისის N108 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო გაერთიანდნენ, წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს.
მოზარდებმა ასევე, შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა და მხატვრულად წაიკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს