მარაბდის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა მოწოდებას - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
09-02-2024
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
სამივე საფეხურის მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს უცხოელი და ქართველი მწერლების ცნობილი ნაწარმოებები, მხატვრულად გააცოცხლეს პოეზია და ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და ახალგაზრდა თაობის წიგნით დაინტერესების აუცილებლობაზე.
სკოლაში აღნიშნეს, რომ ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაიაზრონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული, მნიშვნელობა და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც ასი სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 31 მილიონი ადამიანი მონაწილებს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოშიც, უკვე მეცხრედ, აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს