ფოთის N7 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა
09-02-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი ინტერესითა და შემართებით შეუერთდა.

„ჩვენც ვართ იმ ოცდაათ მილიონ ადამიანს შორის, რომლებიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში მონაწილეობენ და თვლიან, რომ სწორედ კითხვას შეუძლია შეცვალოს მსოფლიო...“, - მოსწავლეები ამ  იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და სკოლაში ლიტერატურული საღამო გამართეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ნანა შენგელიასა და ნინო ჩიქობავას ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში საჯაროდ წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებები და კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა აქტივობაში ჩართეს სკოლის დირექცია: დირექტორი ნინო მორგოშია და დირექტორის მოადგილე ნანა დონდოლაძე, ასევე, სკოლის სპეციალური პედაგოგი და ქცევითი თერაპევტი თამარ სახვაძე. 

დღე ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203