სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლკოვნიკ დავით რაზმაძის საჯარო ლექცია ჩატარდა
24-05-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პოლკოვნიკ დავით რაზმაძის საჯარო ლექცია თემაზე „რუსეთის საფრთხეები საქართველოში“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
დავით რაზმაძემ მიმოიხილა მსოფლიოს გლობალური მოთამაშე სახელმწიფოების - რუსეთის, ჩინეთის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრაზილიის, საფრანგეთიის..., პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები. ისაუბრა რუსეთის ინტერესებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქცენტები გააკეთა ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებაზე, ადგილობრივი ომების სამზადისზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, გავლენის შენარჩუნებაზე, ეკონომიკურ ინტერესებზე, აგრესიზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე.
პოლკოვნიკმა საქართველოს მაგალითზე მიმოიხილა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა - სამხედრო, საგარეო, დემოგრაფიული, ტრანსნაციონალური და ა.შ.
აღნიშნულ თემებზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ლექციის დასასრულს სტუდენტებმა პოლკოვნიკ დავით რაზმაძესთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს