
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
„დავითობას“ ვიქტორინა - „დავით აღმაშენებელი“ მიეძღვნა.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები.
ვიქტორინა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეებმა თემის ცოდნა წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც სამახსოვრო სიგელი გადაეცა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სარვათებერვლო „დიდგორი“ პირველმა ჯგუფმა მოიგო.
ვიქტორინის შემდეგ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი - „დავით აღმაშენებელი“.
ღონისძიებას პედაგოგი მაკა ბულუხია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: