სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
09-02-2024

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.

ეს დღე, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და „მკითხველთა კლუბის“ თაოსნობით აღინიშნა. მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს და შემდგომ მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს.

ბავშვებმა, ასევე, წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იმსჯელეს, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203