თბილისის N107 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა 
09-02-2024

თბილისის N107 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს საბავშვო ლიტერატურა წაუკითხეს და ისაუბრეს წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. 

გაიმართა დისკუსია თემაზე - „წიგნიერების დონე ჩვენს სკოლაში“.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიწვეული იყო 2023 წლის კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული, სკოლის კურსდამთავრებული ანი ბალიაშვილი.

ღონისძიებები მოაწყვეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ნელი ჯალაბაძემ და ლელა ლეკიშვილმა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203