ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები გელათის ტაძარს ესტუმრნენ და დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს
09-02-2024
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
III და X კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გელათს ესტუმრნენ, დიდი მეფის - დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ღვაწლი აღნიშნეს.
დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია.
დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის მონასტრის სამხრეთის კართან.
მოგვიანებით, დავით აღმაშენებელი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია