გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
09-02-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეები მსოფლიო ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის საჯაროდ კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203