რუსთავის N23 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა
09-02-2024
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, უკვე საქართველოში მეცხრედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა საერთაშორისო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და გახდა მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ, შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.
ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის საჯაროდ კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს