
თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს.
სკოლის მე-9გ და მე-9დ კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მარინა სარალიძის ხელმძღვანელობით წაიკითხეს ნაწყვეტები და ფრაზები მათთვის საყვარელი ნაწარმოებებიდან.
„მხატვრულად, გამომეტყველებით წარმოთქვეს ცნობილი პოეტების პატრიოტული ლექსები“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ წაკითხულ ლექსებისა და ნაწარმოებების შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
წიგნების კითხვის მიზანი იყო მოსწავლეების გემოვნებისა და აზროვნების დანახვა-წარმოჩენა.
„მოსწავლეებმა თვალნათლივ აჩვენეს კითხვის შედეგი: გამართული მეტყველებისა და მხატვრული აზროვნების აუცილებლობა. რატომ უნდა ვიკითხოთ? - რომ ვიყოთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეოები: