მათემატიკის გამოცდაზე მეთორმეტეკლასელების 88%-ზე მეტმა ზღვარი წარმატებით გადალახა
23-05-2018
დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით გადალახა 88%-ზე მეტმა აპლიკანტმა. ამით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა გამოცდები დასრულდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203