ქუთაისის N12 სკოლის VIII-VII კლასების მოსწავლეებმა, გიორგი ლეონიძის „მარიტაში“ დასმულ პრობლემებზე დისკუსია მოაწყვეს
09-02-2024
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება. 

ახლახან, VIII-VII კლასების მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მ.სართანია, მ.ჩეჩელაშვილი, ი. დვალიშვილი) მოაწყვეს დისკუსია გ.ლეონიძის „მარიტას“ მიხედვით.

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე, პარალელი გაავლეს თანამედროვეობასთან, მოთხრობა შეადარეს კინოვერსიას, ხედვის კუთხის შეცვლით მხატვრულად წარმოადგინეს პერსონაჟთა განცდები, გრძნობები, დამოკიდებულბები.

დასასრულ დამსწრე საზოგადოებამ გააკეთა თვთშეფასება და ურთიერთშეფასება. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება, აგრეთვე, მასწავლებლებში თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა და პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203