„ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“- პატრიოტული ღონისძიება სენაკის N7 საჯარო სკოლაში 
09-02-2024

სენაკის N7 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრასთან არსებულმა კლუბმა - „უკეთესი მერმისისაკენ!“ სასკოლო ღონისძიება - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ დაგეგმა და განახორციელა. 

კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას დავით აღმაშენებლის გზა, ჩატარებული რეფორმები და კულტურული ღონისძიებები შეახსენეს.

„დავით IV-ს გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. შთამომავლობამ იგი „აღმაშენებლად“ მონათლა, ხოლო სიწმინდისა და სულიერი სიმტკიცის გამოს საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მის მოსახსენებელ დღედ 8 თებერვალი (ძველის სტილით 26 იანვარი) დააწესა. 36 წლის შემდეგ, შთამომავლობას დაუტოვა სახელმწიფო „ნიკოფსიიდან დარუბანდისა საზღვრამდე და ოვრეთიდან არეგაწამდე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203