თივის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა წიგნის სამყაროში
09-02-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ და ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

მოსწავლეემა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს. პედაგოგი მათ კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა. 

აქტივობებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203