„მე მკითხველი“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლისა და IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული პროექტი
09-02-2024

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს უქმნიან და მათ ინტერესებს მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამჯერად , IV კლასში პედაგოგმა ნინო ვაშალომიძემ, ინტეგრირებული სასწავლო პროექტი - „მე მკითხველი“, განახორციელა. პროექტმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. 

პროექტი მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს გაეაზრებინათ კითხვის მნიშვნელობა და განესაზღვრათ თუ რატომ არის საჭირო ვიცნობდეთ ლიტერატურას, ასევე პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეების შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათში წიგნისადმი სიყვარულის გაღვივებას და ბიბლიოთეკის, როგორც განათლების მიცემაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის მნიშვნელობის გაანალიზებას.

პედაგოგი ორიენტირებული იყო ეროვნული სასწავლო გეგმის მეთოდოლოგიური ნაწილის ერთ-ერთი მოთხოვნაზე - ყურადღების გამახვილება საგანთა შორის ინტეგრაციაზე. როგრც სკოლაში აღნიშნეს, ინტეგრირება ეხმარება მოსწავლეს საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებაში - ეს გახლდათ მთავარი, რის გამოც დაიგეგმა პროექტი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ორი საგნის: „მე და საზოგადოებისა“ და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებით განხორციელდა. 

პროექტი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ის გაიხსნა და დაიხურა ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებებზე, დიდი ინტერესით შეასრულეს საინტერესო აქტივობები, საბოლოო ჯამში კი, პროექტი მიზნებზე მორგებული, ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც, რის გამოც მათ სკოლაში მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203