თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს
09-02-2024
თელავის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, მათ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შემნილი, სასწავლო წლის განმავლობაში კი, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.  

მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება - „საშობაო ბაზრობა“ მოეწყო. მოსწავლეებმა გასაყიდად ხელნაკეთი ნივთები, ორცხობილები, ნამცხვრები, ხილი, გამაგრილებელი და ცხელი სასმელები გაიტანეს. 

შეგროვლი თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, განსაკუთრებით ბავშვებს, საახლწლოდ მოხმარდათ. გარდა ამისა, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ეკონომიკური უნარების განვითარება იყო, რადგან ისინი ფასებს თვითონ ადგენდნენ და მყიდველებს სხვადასხვა აქციას სთავაზობდნენ. 

„საშობაო ბაზრობამ“ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:

ვიდეო

ვიდეო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203