
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ისინი სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა „საბუკო სკოლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული „შემოდგომის გამოწვევა!“ წარმატებით გაიარეს. მათ ხელმძღვანელობდა სკოლის პედაგოგი ხატია რაზმაძე.
ბავშვებმა „საბუკოს სკოლების“ პროგრამით ფრინველთა არაერთი სახეობა შეისწავლეს. ისინი, ასევე საინტერესო შემეცნებით თამაშებში ჩაერთნენ და ერთმანეთს ფრინველთა ცნობაშიც გაეჯიბრნენ.
მოსწავლეებმა ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა საკითხზე საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, ცოდნა აიმაღლეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.