
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო დღეები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ისაუბრეს კაქტუსების სახეებზე, საარსებო გარემოზე, მათი მახასიათებლებსა და კლასიფიკაციაზე.
ბოლოს კი ბავშვებმა კაკტუსის მოდელები დაამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გაკვეთილი მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: